„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

დასრულდა პროექტი „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“, რომლის ფარგლებშიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების კოორდინატორი ქალბატონი ანა შუბითიძე მონიტორინ ვიზიტით  იმყოფებოდა. ის  გაეცნო პროექტით განხორციელებულ ღონისძიებებს და ადგილზევე  შეხვდა პროექტის  ბენეფიციარებს .

ქალბატონმა ანამ გამოხატა დადებითი განწყობა დასრულებულ აქტივობებთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მათ სამომავლო საქმიანობებში.

პროექტს ახორციელებდა „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. თანადაფინანსებლები გახლდნენ - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.