„ნორჩი რეინჯერი“
2016 წლის 25 ნოემბერს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთნ გაიმართა პირველი შეხვედრა „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებიან დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართ ასოციაციის“ და პროექტში მონაწილე მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 4 სკოლა- ჩისუბანი, გორგაძეები, ჩაქვის #1 სკოლა და ჩაქვის გიმნაზია.
ნორჩი რეინჯერის პროგრამა ძალიან პოპულარულია ეროვნულ პარკებში - ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების, ეროვნულიპარკის საქმიანობებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის და ასევე სკოლის მოსწავლეებში ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვიტარების მიზნით.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებსა და ჩართულ მხარეებს წარედგინოს „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
„ნორჩი რეინჯერის” პროექტში შერჩეული 60 მოსწავლე გაივლის „ერთი დღე რეინჯერთან ერთად“ ღონისძიებების ფარგლებში ტრეინინგს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ეროვნული პარკის მმართველობის და ოპერირების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. მოეწყობა საველე გასვლთი ღონისძიებები როგორც მტირალას და მაჭახელას ეროვნულ პარკში ასევე, ეკო-ბანაკი დაგოდეხის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
მოსწავლეები გაეცნობიან ველურ ბუნებაში მოგზაურობისას საჭირო წესების, რეგულაციებსა და ქცევებს.