პროექტი "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში"
კიდევ ერთი საინტერესო და პოზიტიური განწყობით აღსავსე შეხვედრა ეკო-კლუბის წევრებთან..
6 დეკემბერს პირველი მაისის, ზუნდაგასა და ქვედა მახუნცეთის სკოლებში შექმნილ ეკო კლუბისთვის მოეწყო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათთან. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია თემაზე „მტირალას ეროვნული პარკი“. პრეზენტაციის საშუალებით ეკო-კლუბების წევრებმა გაიგეს მეტი ინფორმაცია მტირალას ეროვნულ პარკზე, იქ არსებულ ფლორასა და ფაუნაზე, ტურისტულ სერვისებსა და ტურისტულ ბილიკებზე.
აღნიშნულმა პრეზენტაციამ ეკო-კლუბის წევრებსა და პედაგოგებს შორის გამოიწვია დიდი ინტერესი, რის შედეგადაც დაისვა საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები, რითაც თემა უფრო საინტერესო და ამომწურავი გახდა...
შეხვედრა მოეწყო პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.