პროექტი "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში"

ვაგრძელებთ აქტიურ და მრავალფეროვან შეხვედრებს ჩვენს ეკო-კლუბის წევრებთან  და დღეს ჩვენ მათთანერთად ავღნიშნეთ  „მთის დღე“..

 

11 დეკემბერს  პირველი მაისის, ზუნდაგასა და ქვედა მახუნცეთის სკოლებში შექმნილ  ეკო კლუბთან ერთად აღინიშნა“ მთის დღე“, რომლის ფარგლებშიც მაჭახელას  ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და  „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს წარმომადგენლები სტუმრობდნენ მათ. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები თემებზე -  „მთის საერთაშორისო დღე “ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება“.

პრეზენტაციის საშუალებით ეკო-კლუბის წევრებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია მთების საერთაშორისო დღედ ჩამოყალიბების ისტორიაზე, მათ მნიშვნელობასა და როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ასევე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია  მაჭახელას ეროვნული პარკის უნიკალურ  ფლორასა და ფაუნაზე და იქ არსებულ ტურისტულ ბილიკებზე.

აღნიშნულმა პრეზენტაციებმა ეკო-კლუბის წევრებში გამოიწვია დიდი ინტერესი, რის შემდეგაც  დაისვა საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები, რითაც  თემა უფრო საინტერესო და  ამომწურავი გახდა.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები..

შეხვედრა მოეწყო პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“  ფარგლებში, რომელსაც  ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.