„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“
ჩვენ კვლავ აქტიური და საინტერესო თემებით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩვენს ეკო-კლუბის წევრებთან..
22-23-24 იანვარს პირველი მაისის, ზუნდაგასა და ქვედა მახუნცეთის სკოლებში შექმნილ ეკო კლუბთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე - კლიმატის ცვლილებები, გარემოსდაცვითი საკითხები და ალტერნატიული ენერგიები.
ტრენგებზე ეკო-კლუბის წევრებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს გლობალურ დათბობაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, ალტერნატიული ენერგიების საშუალებების გამოყენებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე.
ჯგუფური მუშაობისას მათ საშუალება მიეცათ პრეზენტაციების მომზადების, მათი აზრის დაფიქსირებისა და მსჯელობისა.
აღნიშნულმა ტრენინგებმა ეკო-კლუბის წევრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რის შედეგადაც მრავალფეროვანი კითხვები დაისვა, რომლის ირგვლივაც საინტერესო მსჯელობა გაიმართა.
ტრენინგებზე შევსებულმა პრე-პოსტ ტესტებმა აჩვენა, რომ 62% გაიზარდა ეკო-კლუბის წევრებში ცნობიერება კლიმატის ცვლილებები, გარემოსდაცვითი საკითხები და ალტერნატიული ენერგიების მიმართ, რამაც ახალი იდეები და მათი განხორციელების სურვილი წარმოშვა მათში.
ტრენინგები ჩატარდა პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.