-

მიმდინარე წლის 31 მარტს პროექტ „ ჩვენი ტყე - მაჭახელას ეროვნული პარკის აქტიური ეკოლოგიური განათლება“ ფარგლებში მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მაჭახელას ბუფერული ზონის სკოლების წარმომადგენლების, პოლონური ორგანიზაცია „მდგრადი ეკო-განვითარების ფონდის“, კარკონოშეს ეროვნული პარკის, მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციისა და ასოციაცია შავი ზღვის ეკო-აკადემიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა საინფორმაციო და სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვითი შეხვედრა.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია შავი ზღვის ეკო-აკადემია პოლონურ ორგანიზაცია მდგრადი ეკო-განვითარების ფონდთან და  „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ -სთან თანამშრომლობით.