ეკო-საგანმანათლებლო ტური მაჭახელას ეროვნულ პარკში
2017 წლის 6 ნოემბერს „გაეროს განვითარების“ (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ (GEF) მხარდაჭერით, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ მაჭახელას ეროვნულ პარკში საგანმანათლებლო ეკო-ტურს გაუკეთა ორგანიზება „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში.
აჭარის აღმართისა და ზედა ჩხუტუნეთის „ნორჩი რეინჯერები“ სტუმრობდნენ მთავარანგელოზის ბილიკსა და მაჭახელას ეროვნულპარკს, რომლის ფარგლებშიც „ნორჩმა რეინჯერებმა“ მიიღეს მეტი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული ბილიკების შესახებ. ისწავლეს მცენარეების ამოცნობა, რომლებიც გვხვდება მთავარანგელოზის ბილიკზე. მიიღეს ინფორმაცია ეროვნულ პარკებში აკრძალვებსა და ნებადართულ ქმედებებზე.
ეკო-ტურის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა თამაშები.ასევე მათ ჩაუტარდათ ვიქტორინა,რომლითაც ისწავლეს გუნდური მუშაობა. გამარჯვებული გუნდის წევრებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ გადასცა წამახალისებელი პრიზები. ასევე ყველა „ნორჩ რეინჯერს“ ასოციაციისგან გადაეცა წამახალისებელი პრიზი. ეკო-ტურმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად ჩიარა.