დასრულებული პროექტები

პროექტის სახელწოდება: „ნორჩი რეინჯერის პროგრამა მტირალას ეროვნული პარკისთვს“

განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2016 წელი - ნოემბერი, 2018 წელი

დონორის სახელწოდება: გაეროს განვითარების პროგრამა / გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP/GEF)  

(UNDP/GEF) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში დაიგეგმა აღნიშნული პროექტი: „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“

ჩართული მხარეები: მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

პირდაპირი ბენეფიციარები: ჩაქვის №1 საჯარო სკოლა; გორგაძეების საჯარო სკოლა; ჩაისუბანის საჯარო სკოლა; ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა

პროექტის ზოგადი აღწერა: ნორჩი რეინჯერის პროგრამა ძალზედ პოპულარულია ეროვნულ პარკებთან მსოფლიოს მასშტაბით და ხორციელდება რამდენიმე ურთიერთ დაკავშირებული მიზნის მისაღწევად - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა თაობაში; ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ეროვნული პარკის საქმიანობებში; ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვითარება სკოლის მოსწვლეებში.

გაეროს განვითარების პროგრამა/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (UNDP/GEF) პროექტმა მხარი დაუჭირა მტირალას ეროვნული პარკის უკვე წამოწყებულ სკოლებთან თანამშრომლობის საქმიანობას და შექმნა „ნორჩი რეინჯერის პროექტი“ აქტივობის სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით.

პროექტის მთავარი მიზანი:

შეიქმნა და გახდა სიცოცხლისუნარიანი/მდგრადი „ნორჩი რეინჯერის პროგრამა“ მტირალას ეროვნული პარკისთვის

განხორციელებული ამოცანები:

- შერჩეული იქნა 60 ნორჩი რეინჯერი (10-15 წლის ასაკის) მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერული ზონის 4 სკოლიდან (ჩაქვის №1 საჯარო სკოლა; გორგაძეების საჯარო სკოლა; ჩაისუბანის საჯარო სკოლა; ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა)

- განხორციელდა აქტივობები შერჩეული ნორჩი რეინჯერებისთვის:

ა) მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ბ) ახალგაზდრების ჩართულობის გაზრდა ეროვნული პარკის საქმიანობებში;

გ) ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვითარება სკოლის მოსწვლეებში.

ნორჩმა რეინჯერებმა მოინახულეს „ერთი დღე რეინჯერთან“ აქტივობის ფარგლებში შემდეგი დაცული ტერიტორიები:  მტირალას ეროვნული პარკი; მაჭახელას ეროვნული პარკი: კოლხეთის ეროვნული პარკი; ოკაცეს და მარტვილის კანიონები; კინჩხას ჩანჩქერი.

კვარტალურ შეხვედრებზე წარმოადგინეს სხვადასხვა პრეზენტაციები გარემოსდაცვით საკითხებზე.

გააუმჯობესეს თანამშრომლობა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან.

- გაიარეს ტრენინგი პროექტის წერაზე.

- შეიმუშავეს და განახორციელეს მცირე პროექტები.

- შექმნეს ეკო კლუბები სკოლებში.

- შეიმუშავეს წლიური სამოქმედო გეგმები „მწვანე კალენდარი“-ს მიხედვით.

- გრძელდება მათი აქტივობა დღემდე

- მომზადდა და დაიბეჭდა წლიური ანგარიში და ასევე, სამომავლო საქმიანობების სამოქმედო გეგმა

- შეიქმნა და გახდა სიცოცხლისუნარიანი/მდგრადი „ნორჩი რეინჯერის პროგრამა“ მტირალას ეროვნული პარკისთვის

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პროექტის სახელწოდება: „თემის რეინჯერის პროექტი მტირალას ეროვნული პარკისთვის“

განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2016 წელი - ნოემებრი, 2018 წელი

დონორის სახელწოდება: გაეროს განვითარების პროგრამა / გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP/GEF)  

(UNDP/GEF)  პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში დაიგეგმა აღნიშნული პროექტი: „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“

ჩართული მხარეები: მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

პირდაპირი ბენეფიციარები:  მტირალას ბუფერული ზონის 5 სოფლის (მასაური, ჩაისუბანი, შუამთა, ჩაქვისთავი, ხალა) 7 თემის რეინჯერი

პროექტის ზოგადი აღწერა: თემზე დაფუძნებული მონიტორინგი შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად „პროცესი სადაც მოქალაქეები, სამთავრობო უწყებები, კერძო სექტორი, აკადემიური ინსტიტუტები, სათემო ჯგუფები და ადგილობრივი ორგანიზაიები თანამშრომლობენ რათა გასწიონ მონიტორინგი, აწარმოონ ჩანაწერები და მოახდინონ რეაგირება საერთო სათემო საკითხებზე (Whitelaw et al., 2003).

თემზე დაფუძნებული მონიტორინგი ფართოდაა გამოყენებული დაცულ ტერიტორიების მიერ საერთაშორისო მასშტაბით და გააჩნია შემდეგი მიზანი: თემის წარმომადგენლების ჩართულობის მხარდაჭერა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტში; და დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოგროვება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის

პროექტის მთავარი მიზანი: ინფორმაციის შეგროვების მიზნით ორი მეთოდის პილოტირება: თემის რეინჯერის მიერ მონიტორინგის წარმოება და ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა/ვორქშოფი.

განხორციელებული ამოცანები:

ა) შერჩეული იქნა 7 თემის რეინჯერი 5 სოფლიდან, რომლებიც ისედაც ატარებდნენ რაღაც დროს მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბუნებაში პირადი საქმიანობის მიზნით

ბ) შემუშავდა თემის რეინჯერებისთვის მონიტორინგის სახელმძღვანელო და „მონიტორინგის ფორმა“; მიწოდებულ იქნა ტრენინგი; განხორციელდა მათ მიერ მოწოდებული შევსებული „მონიტორინგის ფორმების“ დამუშავება და დაფაილება

გ) ჩატარდა კვარტალური ფოკუს ჯგუფის შეხვედრები „თემის რეინჯერებთან“

დ) მომზადდა და დაიბეჭდა წლიური ანგარიში და ასევე, სამომავლო საქმიანობების სამოქმედო გეგმა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პროექტის სახელწოდება: „ნორჩი რეინჯერის პროგრამა მაჭახელას ეროვნული პარკისთვის“

განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2017 წელი - ნოემბერი, 2018 წელი

დონორის სახელწოდება  გაეროს განვითარების პროგრამა/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP/GEF)  

(UNDP/GEF) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში დაიგეგმა აღნიშნული პროექტი: „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“

ჩართული მხარეები: მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

პირდაპირი ბენეფიციარები: ჩიქუნეთის საჯარო სკოლა; ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა; ქედქედის საჯარო სკოლა; აჭარისაღმართის საჯარო სკოლა.

პროექტის ზოგადი აღწერა: ნორჩი რეინჯერის პროგრამა ძალზედ პოპულარულია ეროვნულ პარკებთან მსოფლიოს მასშტაბით და ხორციელდება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიზნის მისაღწევად - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა თაობაში; ახალგაზდრების ჩართულობის გაზრდა ეროვნული პარკის საქმიანობებში; ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვითარება სკოლის მოსწვლეებში.

გაეროს განვითარების პროგრამა/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (UNDP/GEF) პროექტმა მხარი დაუჭირა მტირალას ეროვნული პარკისთვის უკვე წამოწყებული საქმიანობის გაფართოებას მაჭახელას ეროვნული პარკისთვისაც.

პროექტის მთავარი მიზანი:

შეიქმნა და გახდა სიცოცხლისუნარიანი/მდგრადი „ნორჩი რეინჯერის პროგრამა“ მაჭახელას ეროვნული პარკისთვის

განხორციელებული ამოცანები:

- შერჩეული იქნა 60 ნორჩი რეინჯერი (10-15 წლის ასაკის) მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერული ზონის ზემოთაღნიშნული 4 სკოლიდან

- განხორციელდა აქტივობები შერჩეული ნორჩი რეინჯერებისთვის:

ა) მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ბ) ახალგაზდრების ჩართულობის გაზრდა ეროვნული პარკის საქმიანობებში;

გ) ეკოლოგიური მონიტორინგის უნარების განვითარება სკოლის მოსწვლეებში.

ნორჩმა რეინჯერებმა მოინახულეს „ერთი დღე რეინჯერთან“ აქტივობის ფარგლებში შემდეგი დაცული ტერიტორიები:  მტირალას ეროვნული პარკი; მაჭახელას ეროვნული პარკი: კოლხეთის ეროვნული პარკი; ოკაცეს და მარტვილის კანიონები; კინჩხას ჩანჩქერი

კვარტალურ შეხვედრებზე წარმოადგინეს სხვადასხვა პრეზენტაციები გარემოსდაცვით საკითხებზე;

- გააუმჯობესეს თანამშრომლობა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან

- შექმნეს ეკო კლუბები სკოლებში.

- შეიმუშავეს წლიური სამოწმედო გეგმები „მწვანე კალენდარი“-ს მიხედვით.

- გრძელდება მათი აქტივობა დღემდე

- შეიქმნა და გახდა სიცოცხლისუნარიანი/მდგრადი „ნორჩი რეინჯერის პროგრამა“ მაჭახელას ეროვნული პარკისთვის

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------