პროექტი "ნორჩი რეინჯერი"
2018 წლის 1 მარტს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ ორგანიზებით მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში „ნორჩი რეინჯერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვარტალური შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლის 5 სკოლის - ჩიქუნეთის, ზედა ჩხუტუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთის, ქედქედისა და აჭარის აღმართის ნორჩი რეინჯერები და მასწავლებლები.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა "ნარჩენების მართვა",რაზეც პრეზენტაცია წარადგინა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ნორჩმა რეინჯერებმა და პედაგოგებმა რუკებზე მოხაზეს ადგილები,რომლებზეც ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელებია თავიანთ სოფლებში.
ასევე ნორჩ რეინჯერებს ჩაუტარდათ ვიქტორინა, რომელშიც გამარჯვებულ სკოლას გადაეცა ფასიანი საჩუქარი. შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაირა.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.