პროექტი "ნორჩი რეინჯერი"
2018 წლის 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ჩხუტუნეთისა და ქვედა ჩხუტუნეთის ნორჩ რენჯერებთან ერთად ( ნორჩი რეინჯერების პროგრამა ხორციელდება „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ, „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფინანსური მხარდაჭერით) აღინიშნა გამწვანების აქციით. აღნიშნული სკოლების ეზოში დაირგო მრავალწლოვანი ხეები.
ასევე, ეს დღე აღნიშნეს ჩაქვის #1 სკოლის ნორჩმა რეინჯერებმა გამწვანების აქციით, რომლის ფარგლებშიც სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანებული სკვერი.
ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამაც ნორჩ რეინჯერებთან ( ნორჩი რეინჯერების პროგრამა ხორციელდება „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ, „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფინანსური მხარდაჭერით) ერთად. ადმინისტრაციამ გამართა საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინესპრეზენტაციები შემდეგ თემატიკაზე
" საქართველოს ტყეების მნიშვნელობა და როლი საქართველოსთვის". გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები და მიიღეს მეტი ინფორმაცია,რომელსაც თავიანთ სკოლებში გაუზიარებენ თანატოლებს.