პროექტი "ნორჩი რეინჯერი"
2018 წლის 2 მაისს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის შენობაში ჩატარდა პროექტის „ნორჩი რეინჯერი“ შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედრაზე „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციი“-ს, მტირალას ადმინისტრაციისა და ოთხივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მიერ მიმოხილული იქნა გასული წლის საქმიანობის შედეგები და გაწეული მუშაობა.
საუბარი შეეხო „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტაციის და ოთხივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მომდევნო 2018-2019 წწ თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებს, რის მიხედვითაც გაგრძელდება საქმიანობები აღნიშნულ მხარეებს შორის.
შეხვედრის ბოლოს ნორჩ რეინჯერებს და სკოლის პედაგოგებს გადაეცათ ბეჭდური მასალა, რომლითაც შეძლებენ მეტი ინფორმაციის მიღებასა და მათივე თნატოლებში გავრცელებას.
ასევე , „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ სკოლების მცირე საგრანტო პროექტების მიმდინარეობასა და შესრულებას მონიტორინგი გაუწია (გორგაძეების საჯარო სკოლა -,,ეკო ბიბლიოთეკა’’ საბუნებისმეტყველო კაბინეტში; ჩაისუბნის საჯარო სკოლა-„სანერგე მეურნეობის გამართვა სკოლის მოსწავლეების ეკო განათლების ამაღლების მიზნით“; ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-„სკოლის ეზოს გამშვენება-გამწვანება“; ჩაქვის #1 საჯარო სკოლა - „ ვიზრუნოთ ჩვენს გარშემო სუფთა და მწვანე გარემოს შესაქმნელად“) . საგრანტო პროექტების მთავარ თემატიკას წარმოადგენს გარემოს დაცვა და ეკო-განათლების თემატიკა.
პროექტი ხორციელდება „UNDP/GEF-აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ პროგრამის ფარგლებში.„მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ მიერ.