პროექტი "ნორჩი რეინჯერი" - შემაჯამებელი შეხვედრა
2018 წლის 7 მაისს ასოციაცია „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს ორგანიზებით მაჭახელას ეროვნული პარკის შენობაში ჩატარდა პროექტის „ნორჩი რეინჯერი“ შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც მონაწილე ხუთივე სკოლის (ზედა ჩხუტუნეთის სკოლის, ქვედა ჩხუტუნეთის სკოლის, ჩიქუნეთის სკოლის, ქედქედის სკოლის, აჭარის აღმართის სკოლის) ნორჩი რეინჯერები, ასევე დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხრიდან პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი გორაძე, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნანა ბაუჟაძე და სკოლების პედაგოგები ( ზედა ჩხუტუნეთის სკოლა - ლეილა კახიძე, ქვედა ჩხუტუნეთის სკოლა - ფატი ნაგერვაძე, ჩიქუნეთის სკოლა - თამილა საფარიძე, ქედქედის სკოლა - მზია დუმბაძე, აჭარის აღმართის სკოლა - ქეთევან მჟავანაძე)
შეხვედრაზე „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციი“-ს და ხუთივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მიერ მიმოხილული იქნა გასული წლის საქმიანობის შედეგები და გაწეული მუშაობა.
ასევე, საუბარი შეეხო „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტაციის და ხუთივე სკოლის ნორჩი რეინჯერების მომდევნო 2018-2019 წწ თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებს, რის მიხედვითაც გაგრძელდება საქმიანობები აღნიშნულ მხარეებს შორის.
ასევე, ჩატარდა ვიქტორინა, რონელშიც სამი საპრიზო ადგილი იყო გათვალისწინებული. პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა აჭარის აღმართის სკოლამ, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ქედქედის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ზედა ჩხუტუნეთის სკოლა. სამივე საპრიზო ადგილის მფლობელებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ბატონმა ირაკლი გორაძემ გამოთქვა კმაყოფილება გაწეული მუშაობის შესახებ და წარმატებები უსურვა ასოციაციას და ნორჩ რეინჯერებს.
შეხვედრის ბოლოს ნორჩ რეინჯერებს და სკოლის პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები და ბეჭდური მასალა სამომავლო საქმიანობების უკეთ წარმართვის მიზნით.