ტ ე ნ დ ე რ ი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელას ხეობის - მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დასახლებებისათვის შენობა-ნაგებობების განვითარების რეკომენდაციების შემუშავება“.

გამოცხადების თარიღი: 07 ოქტომბერი 2024 წ.

წინადადებების მიღება მთავრდება: 2024 წელის 23 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე. 

მომსახურების ყველა ეტაპის ერთად აღებული ვადა ხელშეკრულების დადებიდან, საპროექტო მომსახურების შედეგის მიღება-ჩაბარების ვადების გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს

(ამ დროისათვის არ არსებობს მაჭახელას ხეობისათვის - დაცული ლანდშაფტისათვის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი- განაშენიანების გეგმა, რომელიც დაადგენდა დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების კონკრეტული რეგულირებასა და სათანადო უზრუნველყოფას.

ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის - განაშენიანების გეგმის არ არსებობის პირობებში, მის შემუშავებამდე ხეობაში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევევის დასარეგულირებლად, ასევე, დასახლების  არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფისა და კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ დასახლებებში დროებითი მარეგულირებელი ღონისძიების - შენობა-ნაგებობების განვითარების  რეკომენდაციების შედგენის აუცილებლობა.)

შემსყიდველი: ა(ა)იპ “მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია”

პრექტი - „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის ეფექტურობის გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება“, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მიერ, ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით.   

ა(ა)იპ “მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს, ანალოგიური სამუშაოს გამოცდილების მქონე, კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

       პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. ფასების ცხრილი (დანართი 2)
  2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კვლევების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კვლევის მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია (მიმდინარე პროექტები არ განიხილება). (დანართი 3)

  1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვლევაში ჩართული მიმნიმუმ ერთი (ერთი) სპეციალისტების კვალიფიკაციის შესახებ, (დანართი 4, 5, 6)

არქიტექტორი - ურბანისტი. სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - მინიმუმ 1 სპეციალისტი

წარმოდგენილ უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართების შესაბამისად.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება (დანართი N1) იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა, სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, ბეჭდით დალუქული კონვერტით. ან/და ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე:

საქართველო. აჭარის ა.რ, ქალაქი ბათუმი ფარნავაზ მეფის ქ. 79, ან საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე.

საკონტაქტო პირი:

ბორის ხუციშვილი შესყიდვების ოფიცერი

მობილური: (+995) 593 288165 (სამუშაო საათებში)

E-mail: jkhutsishvili@gmail.com

განაცხადის შემოტანა:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წელის 23 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო. აჭარის ა.რ, ქალაქი ბათუმი ფარნავაზ მეფის ქ. 79.

ა(ა)იპ “მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია”, დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები